თურქეთში წლიური ინფლაცია შემცირდა
თურქეთში წლიური ინფლაცია შემცირებას აგრძელებს. ოქტომბრში ქვეყანაში ინფლაციამ 48,58%-ი შეადგინა, მაშინ როდესაც წინა თვეში 49,38%-ი იყო, - ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ინსტიტუტის (TÜİK) ანგარიშში.
„სამომხმარებლო ფასების ინდექსმა ოქტომბერში ყოველთვიურად 2.88%, ხოლო წლიურად 48.58% შეადგინა“, - ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამავდროულად, დამოუკიდებელი ეკონომისტთა ჯგუფი (ENAG) მიიჩნევს, რომ წლიურმა ინფლაციამ თურქეთში 89,77%-ს მიაღწია, მათ შორის სამომხმარებლო ფასების ზრდამ ოქტომბერში 5,57%-ით შეადგინა.
თურქეთი შევიდა მაღალი ინფლაციის მდგრადი და მნიშვნელოვანი შემცირების პერიოდში, რაც ქვეყნის პრობლემად იქცა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში ქვეყანაში ინფლაცია შემცირდება და, მისივე თქმით, ამას მოსახლეობა ბაზრებში შეამჩნევს.
ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ორშაბათს დოლარი 34,22 ლირად იყიდებოდა.
იმავდროულად, თურქეთის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს 50%-ზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.23:09
კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.
დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.