მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

თურქეთში მასობრივი დაკავებები დაიწყო

news image

გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში მასობრივი დაკავებები დაიწყო. დეველოპერებს ბრალი უხარისხო მშენებლობისთვის წარედგინებათ. ამასთან პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა პირს, ვინც ამ პროცესთან კავშირშია - გეოლოგები, სამშენებლო კომპანიების მფლობელები და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობამ უკვე 115-ს მიაღწია.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრამ ძირითადად ახალაშენებული კორპუსები გაანადგურა. უკვე არსებობს დასკვნები, რითაც დასტურდება, რომ  ამ შენობების უმეტესობა უხარისხოდ, დაბალბიუჯეტიანი სამშენებლო მასალებით აშენდა.

რამდენიმე ბიზნესმენი სტამბულის აეროპორტში დააკავეს, როცა ქვეყნიდან გასვლას ცდილობდა. მათ შორისაა დეველოპერი იავუზ კარაკუსი, რომელსაც მეუღლესთან ერთად  ბილეთი სტამბული-თბილისის ავიარეისზე ჰქონდა აღებული. ბიზნესმენი საქართველოში გეგმავდა მიმალვას. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, იავუზ კარაკუსი პასუხისმგებელია ქალაქ ადიამანში ათეულობით შენობის ნგრევაზე.

დაკავებულთა შორისაა ,,რენესანს რეზიდენსის" მთავარი კონტრაქტორი მეჰმედ იაშარ ქოშქუნიც. ის ფულით სავსე ჩანთით ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. ჰატაიში მეჰმედ ქოშქუნის მიერ აშენებული კომპლექსი მთლიანად დაინგრა და ასობით ადამიანი დაიღუპა. თუმცა  ირგვლივ მდგარი შენობები მიწისძვრის დროს ნგრევას გადაურჩნენ.

სამშენებლო ექსპერტების შეფასებით,  თურქეთში შენობების მასობრივი ნგრევის გამომწვევი მიზეზი გახდა  არასწორი დაპროექტება, შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები და უხარისხო საშენი მასალები, რამაც  საბოლოოდ ასეულობით შენობა და ათასობით ოჯახი გაანადგურა.

ცნობისთვის, თურქეთის პარლამენტმა კანონთან შეუსაბამო მშენებლობებზე ამნისტია ბოლო წლებში რამდენჯერმე გამოაცხადა. განადგურებულ ნაგებობებს შორის არის ის 75 000-ი შენობაც,რომელიც ამნისტიის აქტით სარგებლობდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩიეს

08.05.2025.23:09

კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.

დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა