თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2025 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2025 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზი 21%-დან 24%-მდე გაზარდა, აღნიშნული იყო მარეგულირებლის ხელმძღვანელის ფატიჰ კარაჰანის მიერ წარდგენილ პრეზენტაციაზე.
თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა (TUIK) ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის წლიურმა ინფლაციამ იანვარში 42,12%-ი შეადგინა, რაც მის პროგნოზს 41,25 %-ს აღემატება.
სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ და მსოფლიო ბაზრებზე ამერიკული ვალუტის გამყარების ფონზე, თურქულ ლირასთან დოლარის კურსმა პირველად 36 ლირას მიაღწია.
„2025 წლის ინფლაციის პროგნოზი 21-დან 24 პროცენტამდე გაიზარდა. 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი შენარჩუნდა 12 პროცენტზე“, - განაცხადა კარაჰანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ ქვეყანა მაღალი ინფლაციის მდგრადი და მნიშვნელოვანი კლების პერიოდში შევიდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.08.2025.15:51
ლიეტუვაში, კორუფციული სკანდალის გამო, მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის გინტაუტას პალუცკასის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება. ის კორუფციულ სკანდალში გაეხვა.
გაირკვა, რომ მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეღავათიანი კრედიტი მიიღო და თანაც დაჩქარებული წესით. მთავრობის გადადგომა ლიეტუვის პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს და ახალი კაბინეტის ფორმირებამდე გიტანას ნაუსედამ დროებითი მთავრობა დანიშნოს.