მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7265
0.0505
flag
AZN 1.6129
0.011
flag
CNY 39.774
0.0287
flag
EUR 3.1833
0.0138
flag
GBP 3.658
0.0149
flag
KZT 55.7
0.0094
flag
TRY 0.0623
0.0003
flag
USD 2.7419
0.0185

თურქეთის მთავრობამ მიწისძვრით მიყენებული ფინანსური ზარალი დათვალა

news image

თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს კოორდინაციით, სტრატეგიისა და ბიუჯეტის დეპარტამენტმა მიწისძვრის ზემოქმედების ანგარიში მოამზადა. 

ანგარიშის თანახმად, მიწისძვრების ეკონომიკური ზარალი შეფასებულია 2 ტრილიონ ლირად, რაც 2023 წელს მოსალოდნელი ეროვნული შემოსავლის 9%-ს შეესაბამება.

„მიწისძვრის ზარალი 2 ტრილიონი ლირაა (105 მილიარდ 280 მილიონი დოლარი). ეს აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 6-ჯერ მეტი ზარალი და დანაკარგი, ვიდრე 1999 წელს მარმარილოს რეგიონში მომხდარი მიწისძვრის დროს“, - იუწყება ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ტელეარხი TRT Haber.

7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები 6 თებერვალს ცხრა საათის ინტერვალით სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში მოხდა.

ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის 11 პროვინციასა და მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სირიაში.

თურქეთის ხელისუფლებამ მიწისძვრას "საუკუნის კატასტროფა" უწოდა, ქვეყანაში სტიქიის მსხვერპლი 49 ათასზე მეტი ადამიანი გახდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ GFTN Forum Japan 2026-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა

06.03.2026.10:38

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ მონაწილეობა მიიღო 2026 წლის 24-27 თებერვალს იაპონიაში ქალაქ ტოკიოში გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ორგანიზებით გამართულ GFTN Forum Japan 2026-ის სამიტში, რომელიც აერთიანებდა ფინანსური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის წარმომადგენლებს და მიზნად ისახავდა ფინანსური ინოვაციების, რეგულატორების მიდგომებისა და ციფრული ეკოსისტემის განვითარების პერსპექტივების განხილვას.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორ კრისტინ ენგსტრომთან, გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორ სოპნენდუ მოჰანტისთან, სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრ არტაკ მანუკიანთან. შეხვედრებში ნინო ჯელაძესთან ერთად მონაწილეობდა სებ-ის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გოგუაძე. განიხილეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგულირების თანამედროვე მიდგომები, ზედამხედველობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, სენდბოქსის მექანიზმების გამოყენება ინოვაციების მხარდაჭერისთვის და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების მართვასა და პოლიტიკის ეფექტიან ფორმირებაზე.

ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ფინანსურ მომსახურებებში. თავის მხრივ, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელმა თათია წიკლაურმა სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ მარეგულირებლებთან ერთად იმსჯელეს AI-თან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

სამიტის მიმდინარეობისას ასევე ფართოდ განიხილეს ციფრული აქტივების ბაზრის ევოლუცია და ტოკენიზაციის პერსპექტივები, ინსტიტუციური ფინანსების მიმართულებით. დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სტაბილური ვირტუალური აქტივების რეგულირების საკითხებს, მათ შორის მომხმარებელთა დაცვის, ფინანსური სტაბილურობისა და რეზერვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ სტაბილური ვირტუალური აქტივის სწრაფი განვითარება საჭიროებს შესაბამის საზედამხედველო ჩარჩოებს, რათა ინოვაცია თანხვედრაში იყოს ბაზრის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან.

GFTN Forum Japan 2026 - მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარებისთვის, სადაც ინოვაცია, ეფექტიანი რეგულირება და ფინანსური სტაბილურობა თანამედროვე ფინანსური სისტემის მთავარი საფუძვლებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა