ტრამპი 100%-იან ტარიფებს დაუწესებს ფილმებს, რომლებიც ამერიკაში არ იქნება გადაღებული
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰოლივუდის კინოინდუსტრიის გადასარჩენად 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს იმ ფილმებს, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაიღებენ.
„ამერიკაში კინოინდუსტრია ძალიან სწრაფი სიკვდილით კვდება. სხვა ქვეყნები ყველანაირ შესაძლო სტიმულს სთავაზობენ, რათა ჩვენი კინორეჟისორები და სტუდიები აშშ-დან გაიყვანონ. ჰოლივუდი და აშშ-ის მრავალი სხვა რაიონი იცლება. ეს უცხო ქვეყნების შეთანხმებულ მოქმედება ჰგავს, ამიტომაც ეს საკითხი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, - დაწერა ტრამპმა.
„ჩვენ კვლავ გვსურს ფილმები, შექმნილი ამერიკაში!“, - დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.
სხვა სიახლეები
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
04.03.2026.16:30
თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულმა ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა დროულად აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ირანიდან იყო გაშვებული, გადაკვეთა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცე და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირანული რაკეტის ფრაგმენტი ჰათაის პროვინციის დორთიოლის რაიონში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის განშლა გამოიწვიოს. ამ კონტექსტში ნატოსა და სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, - დასძინეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.