ტრამპი უახლოეს მომავალში საუდის არაბეთს, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის საუდის არაბეთს, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებს ეწვევა.
როგორც მან განაცხადა, ვიზიტები, შესაძლოა, მაისში განხორციელდეს. „შესაძლოა შემდეგ თვეში, ან მოგვიანებით. ჩვენ ვეწვევით კატარს, აგრეთვე, შესაძლოა რამდენიმე სხვა ქვეყანასაც. გაერთიანებული არაბთა საამიროები ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის საუდის არაბეთშიც ჩავა. თუმცა, როგორც ტრამპმა თქვა, მის გეგმებში სხვა ქვეყნებში ჩასვლაც შედის.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო
16.04.2026.13:35
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქონლის პირველი იმპორტი სომხეთიდან საქართველოს გავლით მარტში განხორციელდა. იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 960 ათასი დოლარი შეადგინა.
როგორც აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა სომხეთში საქართველოს გავლით 5 757 480 დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა.