მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

თქვენი თავისუფლების ჟამი ახლოვდება - ტრამპი ირანელ ხალხს

news image

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის გამოსვლაში ირანელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ მათი თავისუფლების ჟამი ახლოვდება.

„ირანის დიდებულ და ამაყ ხალხს დღეს საღამოს ვეტყვი, რომ თქვენი თავისუფლების ჟამი ახლოვდება. დარჩით თავშესაფარში. სახლები არ დატოვოთ. გარეთ ძალიან საშიშია. ბომბები ყველგან დაეცემა. როცა ჩვენ დავასრულებთ, აიღეთ ხელში მმართველობა. ის თქვენი იქნება. შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი შანსი“, - განაცხადა ტრამპმა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, მრავალი წლის განმავლობაში ირანელი ხალხი ამერიკის დახმარებას ითხოვდა, მაგრამ არავინ ეხმარებოდა მათ.

„მრავალი წლის განმავლობაში თქვენ ითხოვდით ამერიკის დახმარებას, მაგრამ არასდროს გქონიათ ის. მაშ, ვნახოთ, როგორ უპასუხებთ ამას. ამერიკა დიდი ძალითა და სიძლიერით გიჭერთ მხარს. ახლა დროა აიღოთ ხელში საკუთარი ბედი და აღმოაჩინოთ აყვავებული და დიდებული მომავალი, რომელიც ძალიან ახლოსაა. მოქმედების დროა. არ გაუშვათ ხელიდან“, - თქვა მან.

ცნობისთვის, დღეს დილით ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. აფეთქებების ხმა ისმის თეირანში და ირანის სხვა მსხვილ ქალაქებში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image მსურს გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციისა და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის - ნიკოლ ფაშინიანი

11.03.2026.16:57

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ აგრეთვე მადლობა გადაუხადა კობახიძეს აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობისთვის.

„მსურს მადლობა გადავუხადო აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის დამყარების და ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა