TikTok-ის მენეჯმენტმა შესაძლოა, აშშ-ში შვილობილი კომპანია გაყიდოს
ჩინურ სოციალურ ქსელზე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის ფონზე TikTok-ის მენეჯმენტი, აშშ-ში შვილობილი კომპანიის გაყიდვის შესახებ პოტენციურ მყიდველებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ ამერიკული ტაბლოიდი New York Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„TikTok-სა და აპლიკაციის პოტენციურ მყიდველებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. TikTok -იგანიხილავს თავის ვარიანტებს და იკვლევს შესაძლო გარიგებებს, რომლებიც მანამდეც განიხილებოდა, როდესაც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელს 2020 წელს აპის აკრძალვით დაემუქრა", - წერს გამოცემა.
წყარო არ აკონკრეტებს, ვისთან შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, მაგრამ 2020 წელს, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, TikTok-ის თანამშრომლობის შესაძლებლობა პროგრამულ გიგანტ Oracle-თან, ისევე როგორც საცალო სავაჭრო ქსელ Walmart-თან განიხილებოდა.
სხვა სიახლეები
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
04.03.2026.16:30
თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულმა ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა დროულად აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ირანიდან იყო გაშვებული, გადაკვეთა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცე და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირანული რაკეტის ფრაგმენტი ჰათაის პროვინციის დორთიოლის რაიონში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის განშლა გამოიწვიოს. ამ კონტექსტში ნატოსა და სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, - დასძინეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.