TBC Capital-მა პარტნიორებთან ერთად 2025 წელი შეაჯამა და საზოგადოებას 2026 წლის მოლოდინების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო
16.04.2026.13:35
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქონლის პირველი იმპორტი სომხეთიდან საქართველოს გავლით მარტში განხორციელდა. იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 960 ათასი დოლარი შეადგინა.
როგორც აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა სომხეთში საქართველოს გავლით 5 757 480 დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა.