TAP-მა ევროპაში 21,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა
კომერციული ექსპლუატაციის დაწყებიდან, ტრანსადრიატიკის გაზსადენმა (TAP) ევროპაში დაახლოებით 21,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
ამის შესახებ TAP-ის მმართველმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ამ მოცულობიდან 18 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაზე მოდის.
„ამგვარად, TAP ქვეყანას მიწოდების სანდოობის გაძლიერებასა და ბაზრის ლიკვიდურობის გაზრდაში დაეხმარა, - დასძინა მმართველმა დირექტორმა.
„TAP-მა, სხვა ინტერკონექტორებთან სინერგიით, ხელი შეუწყო ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას. ამავდროულად, აუცილებელია ვიფიქროთ მომავალ ზამთარზე“, - განაცხადა ლუკა შიეპატმა
შეგახსენებთ, რომ ტრანსადრიატიკული მილსადენის სიმძლავრე 10 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა სიმძლავრის გაზრდა 20 მილიარდ კუბურ მეტრამდეა შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
18.09.2025.12:27
ჩინურმა ავიაკომპანიამ China Eastern Airlines დაიწყო ბილეთების გაყიდვა ახალ მარშრუტზე, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისად“ არის გამოცხადებული. ის შანხაისა და ბუენოს-აირესს დააკავშირებს, რომლებიც დედამიწის მოპირდაპირე ნაწილებში მდებარეობენ.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენა შანხაიდან ბუენოს-აირესამდე დაახლოებით 25,5 საათს, ხოლო უკან - 29 საათს გაგრძელდება. თუმცა, ორივე მარშრუტი მოიცავს ორსაათიან ტრანზიტულ გაჩერებას ახალ ზელანდიაში, რა დროსაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩასვლა და დასვენება შეუძლიათ. ამიტომ რეისი, მართალია, პირდაპირია, მაგრამ არა უწყვეტი.
რეისები Boeing 777-300ER-ის ტიპის თვითმფრინავით, კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველი ფრენა 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. „მარშრუტი შანხაი პუდუნი - ოკლენდი - ბუენოს-აირესი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ახალი არხის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
დაჯავშნის ვებგვერდ Skyscanner-ის მონაცემებით, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე ამჟამად ყველაზე სწრაფი რეისი დაახლოებით 31 საათს გრძელდება, პარიზში ან ამსტერდამში ტრანზიტული გაჩერებით. ამასთან, საპირისპირო მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 28-დან 33 საათამდე მერყეობს.