Swarovski რუსეთის ბაზარს ტოვებს
„ავსტრიულმა Swarovski-მ გადაწყვიტა მთლიანად შეწყვიტოს რუსეთში მუშაობა“, - ამის შესახებ გენერალურმა დირექტორმა ალექსის ნაზარმა განაცხადა.
აღმასრულებელი დირექტორის თქმით, Swarovski-ს გასვლა რუსული ბაზრიდან „ორგანიზებულად და ყველა მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ეკონომიკური სანქციებისა და სხვა სავაჭრო შეზღუდვების შესაბამისად განხორციელდება“.
ნაზარმა არ დააკონკრეტა რუსეთში ბიზნესის შეწყვეტის ზუსტი თარიღი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Swarovski დახურა 12 მაღაზია რუსეთში და შეწყვიტა ონლაინ გაყიდვები ქვეყანაში, მაგრამ ბაზრიდან სრულად არ გასულა.
Swarovski მინის კრისტალებით სამკაულების ქმნის - სინთეტიკური და ბუნებრივი ძვირფასი ქვების ჭრით. კომპანია ასევე აწარმოებს ოპტიკურ აღჭურვილობას, მზა ნათურებსა და ჭაღებს.
სხვა სიახლეები
ინგა ფხალაძე აშშ - ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში ტომი ჯოისს შეხვდა
06.11.2025.18:54
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე აშშ - ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში ტომი ჯოისს შეხვდა. შეხვედრა საბერძნეთის ქალაქ ათენში ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობის (Partnership for Transatlantic Energy Cooperation – P-TEC) რიგით მე-6 მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ - ის პოტენციური თანამშრომლობის საკითხები რეგიონისა და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში.
მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე მოვლენების, მსხვილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ევრაზიულ სივრცეში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონული ენერგეტიკული პროექტების სანდო პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რესურსების, მაგალითად, ნავთობისა და გაზის, ევროკავშირის ბაზრებზე ტრანსპორტირებას. ასევე ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას და მასში საქართველოს, როგორც ამ მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრალური მონაწილე ქვეყნის, წამყვან ადგილს. „ჩვენ ასევე აქტიურად ვართ ჩართული მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ევროპის, ისე სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებას," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ინოვაციური ენერგეტიკული ტექნოლოგიების დანერგვისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე და ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი და საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე.