მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

სტამბოლში გამართულ ოჯახის საერთაშორისო ფორუმზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა

news image

მიხეილ სარჯველაძემ სტამბოლში, ოჯახის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი თურქეთის ოჯახისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და მისი მიზანი, არსებული თანამედროვე, გლობალური გამოწვევების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობაა.

მიხეილ სარჯველაძემ, მინისტრთა პანელში, თემაზე: „ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის ინტეგრირება: ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევამიიღო მონაწილეობა. მინისტრმა, იმ პროგრამებზე ისაუბრა, რაც საქართველოში, ოჯახების გაძლიერების მიზნით ხორციელდება

ჩვენ, ნათლად გვესმის, რომ ძლიერი საოჯახო პოლიტიკა გადამწყვეტია მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის. სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახის მხარდაჭერას მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, დემოგრაფიული ზრდის ხელშეწყობასა და ყველა ოჯახისთვის თანაბარ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ერთ-ერთი ძირითადი ინიციატივა არის ჩვენი მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც სიღარიბის შემცირების და პრევენციის მთავარი მექანიზმია. პროგრამა აფასებს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი საჭიროებების შესაბამისად უზრუნველყოფს მათზე მორგებულ დახმარებას. სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება მნიშვნელოვნად, საწყისი 10 ლარიდან 200 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერას და ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას. პროგრამა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით დაინერგა.

დემოგრაფიული ზრდის წასახალისებლად დავიწყეთ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, სამი ან მეტი შვილის მქონე ოჯახებისთვის, დაბალი შობადობის მქონე რეგიონებში. გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ოჯახები, ყოველ ახალშობილზე იღებენ თვიურ დახმარებას. ეს ზომები, დემოგრაფიული გამოწვევების საპასუხოდ, შემუშავებული ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ოჯახების გაძლიერებას ემსახურება”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ

ფორუმზე ხაზი გაესვა, რომ გლობალურად, დემოგრაფიულმა ცვლილებებმა საგანგაშო დონეს მიაღწია. ახალგაზრდების წილის შემცირების პარალელურად, იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში ართულებს შრომის ბაზრის ფუნქციონირებას. დემოგრაფიული მაჩვენებლების შემცირება  ქმნის ახალ გამოწვევებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ სტაბილურობას და  მრავალი ქვეყნისთვის სტიმულია, რომ შეიმუშაონ ოჯახთა გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალია - TBC Capital

18.02.2026.15:00

უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ში დადებითი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც  თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, იანვარში სამუშაო ზრდა ადგილების საგრძნობლად დაჩქარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-მდე დაეცა, რაც ბაზრების მოლოდინებზე უკეთესი შედეგია.

„ამასთან ერთად, თებერვლის მონაცემებით წლიურმა ფასების ზრდამ 2.4% შეადგინა, მიუხედავად შიშებისა, რომ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა მომხმარებლებზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენდა. ეს გაუმჯობესებული მონაცემები კევინ უორშის ფედერალურ რეზერვს მეტ ბიძგს მიცემს მიმდინარე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო შემცირებისთვის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა