შოკოლადის ექსპორტიორი ქვეყნების TOP-10
2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით შოკოლადის ექსპორტში მსოფლიო ლიდერად კვლავ გერმანია რჩება. 9 თვეში ქვეყანამ 3,84 მილიარდ დოლარის შოკოლადი გაყიდა.
საკონდიტრო მრეწველობის საწარმოების ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით, კაკაოს პროდუქტების მთავარი ექსპორტიორები წელს ევროკავშირის ქვეყნები იყვნენ.
სიას სათავეშია გერმანია, რომელმაც 2023 წელს 3,84 მილიარდი დოლარის ღირებულების შოკოლადის პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე, რაც 13%-ით მეტია გასულ წლის მონაცემებთან შედარებით. მეორე ადგილზე ბელგიაა, რომელმაც შოკოლადის ექსპორტი 1%-ით გაზარდა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ 1,77 მილიარდ დოლარამდე ღირებულების შოკოლადი გაიტანა. მესამე ადგილზე ნიდერლანდებმა პოლონეთი ჩაანაცვლა, რადგანაც ქვეყანამ ექსპორტი 18%-ით გაზარდა და 1,66 მილიარდ დოლარამდე ღირებულების შოკოლადის ექსპორტი განახორციელა. .
პოლონეთმა, რომელიც მიმდინარე რეიტინგში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა შოკოლადის ექსპორტის მოცულობა წელიწადში 1,63 მილიარდ დოლარამდე,10%-ით გაზარდა. შემდეგ მოდის კანადა და იტალია შოკოლადის ექსპორტის 1,33 და 1,29 მილიარდი დოლარის მოცულობით. ამასთან, კანადელებმა ექსპორტი 2%-ით გაზარდეს, იტალიელებმა კი პირიქით, 7%-ით შეამცირეს.
გარდა ამისა, ტკბილეულის ექსპორტის ლიდერთა ათეულში მოხვდა ასევე მალაიზია - $1,12 მილიარდი (ზრდა 14%), აშშ - $995 მილიონი (კლება 13%), დიდი ბრიტანეთი - $652,5 მილიონი (ზრდა 0,12%) და შვეიცარია. – $643,1 მილიონი (ზრდა 16%).
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა
06.12.2025.00:02
ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.