სერბეთმა, ბულგარეთმა და აზერბაიჯანმა გაზსადენი გახსნეს
სერბეთის პრეზიდენტებმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, ბულგარეთის რუმენ რადევმა, აზერბაიჯანის ილჰამ ალიევმა, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა და სერბეთში ევროკავშირის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა ემანუელ ჯოფრემ კვირას ქვეყნის სამხრეთში ქალაქ ნისში დამაკავშირებელი გაზსადენი გახსნეს. გაზსადენით, აზერბაიჯანიდან „ლურჯი საწვავის“ და სამომავლოდ საბერძნეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდება გახდება შესაძლებელი.
სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ-ჰანდანოვიჩმა ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ ბულგარეთსა და სერბეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენი (ინტერკონექტორი) საშუალებას მისცემს რუსული გაზის პარალელურად ბალკანური და თურქული ნაკადებიდან მიიღონ გაზი აზერბაიჯანიდან და LNG ტერმინალებიდან საბერძნეთში.
ამის შემდეგ ბელგრადმა და ბაქომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2026 წლამდე წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ, რის შემდეგაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობები შეიძლება გასამმაგდეს.
სხვა სიახლეები
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
04.03.2026.16:30
თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულმა ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა დროულად აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ირანიდან იყო გაშვებული, გადაკვეთა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცე და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირანული რაკეტის ფრაგმენტი ჰათაის პროვინციის დორთიოლის რაიონში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის განშლა გამოიწვიოს. ამ კონტექსტში ნატოსა და სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, - დასძინეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.