Saudi Aramco რეკორდულ მოგებაზე გავიდა
„საუდის არაბეთის ნავთობის კომპანიამ (Saudi Aramco) 2022 წელს 161,1 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 46%-ით მეტია, ხოლო კომოანიის არსებობიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია“, ნათქვამია ნავთობკომპანიის პრესრელიზში.
კომპანიამ ასევე 2022 წლის მეოთხე კვარტალში დივიდენდების 4%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა.
Bloomberg-ის ცნობით, დივიდენდების ზრდა მოულოდნელი იყო, რადგან ბოლო დრომდე Aramco ამჯობინებდა დამატებითი შემოსავლის ინვესტირებას სამთო და გადამუშავების განვითარებაში, ხოლო მისმა კონკურენტებმა Chevron-მა და Shell-მა ნავთობისა და გაზის მაღალი ფასებიდან გამომდინარე 2022 წელს მიღწეული სუპერმოგების ფონზე, აქციონერებს თანხა დივიდენდების გაზრდისა და აქციების ყიდვის გზით დაუბრუნეს.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა
06.12.2025.00:02
ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.