მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში NAFSA 2025 მონაწილეობს

news image

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში NAFSA 2025 მონაწილეობს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში იმართება. საქართველოს დელეგაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებიბაია კვიციანი და თამარ ღვამიჩავა ხელმძღვანელობენ.

 

საგანმანათლებლო გამოფენაზე საქართველო წარმოდგენილია „Education In Georgia“ პროექტით, რომელიც სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აერთიანებს. უნივერსიტეტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა, გააფართოონ თანამშრომლობა და მოიძიონ პოტენციური პარტნიორებირაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას

 

გამოფენის მონაწილეებს შეუძლიათ, ესტუმრონ „Education in Georgia-სივრცეს და ადგილზე გაეცნონ ქართული უნივერსიტეტების შესაძლებლობებს, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, VR სათვალეების მეშვეობით დაათვალიერონ საუნივერსიტეტო კამპუსები და იხილონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობები.

 

NAFSA 2025-ში 100-ზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე დელეგატი მონაწილეობს და გამოფენის მიზანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს „Education In Georgia“, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების საერთაშორისო კავშირების განვითარებას და სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის მობილობის მხარდაჭერას.

 

მიმდინარე წელს საქართველო პროექტით – „Education In Georgia‘‘ უკვე რიგით მეოთხე გამოფენა/კონფერენციაზეა წარმოდგენილი. საქართველოს დელეგაცია წარმატებით მონაწილეობდა ინდოეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში გამართულ ღონისძიებებში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image იაპონიის მმართველმა პარტიამ რიგგარეშე არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო

09.02.2026.13:09

იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) გაიმარჯვა, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის ხელმძღვანელობით.

LDP-ის შედეგმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა. კონსერვატიულმა კოალიციამ პარლამენტის ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა, რაც კონსტიტუციური უმრავლესობфა, რომელიც ტაკაიტის პარტიას აძლევს შესაძლებლობას, განახორციელოს თავისი ინიციატივები ოპოზიციის გათვალისწინების გარეშე.

კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, რომელსაც იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK აქვეყნებს, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 465-დან 316 მანდატი მოიპოვა. მანამდე მმართველ პარტიას ქვედა პალატაში მხოლოდ 198 ადგილი ჰქონდა. პარტიამ მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა (310 ადგილზე მეტი), რაც LDP-ს საშუალებას აძლევს, დაძლიოს ზედა პალატის ვეტო და შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა.

როგორც გამოცემა Kyodo წერს, ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს თავისი კონსერვატიული პოლიტიკური პროგრამის გასატარებლად. გამოცემას მიაჩნია, რომ პარლამენტში ადგილების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა დიდწილად თავად ტაკაიტის პიროვნული პოპულარობის დამსახურებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა