მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი... აშშ-მ საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით 75 ქვეყანას შეუჩერა, თუმცა აკრძალვა არ შეეხება ტურისტულ, სტუდენტურ, დიპლომატიურ და დროებით სამუშაო ვიზებს

news image

სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების დამუშავების პროცესს აჩერებს.

როგორც ტელეკომპანია Fox News-ი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მკაცრი ზომების გატარებას იმ აპლიკანტების მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, „სახელმწიფო კმაყოფაზე“ მყოფი პირები გახდებიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც ექსკლუზიურად Fox News Digital-მა მოიპოვა, მოუწოდებს კონსულებს, უარი თქვან საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, სანამ დეპარტამენტი გადახედავს შემოწმებისა და ვეტირების პროცედურებს.

ქვეყნების სიაში შედის სომალი, რუსეთი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვები.

პაუზა საიმიგრაციო ვიზების გაცემაში 21 იანვარს დაიწყება და გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით, სანამ დეპარტამენტი ვიზების დამუშავების პროცედურების ხელახალ შეფასებას არ განახორციელებს.

მითითება ავალებს საკონსულო ოფიცრებს, უარი უთხრან ვიზაზე იმ აპლიკანტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებულნი. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება ფაქტორთა ფართო სპექტრი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსები და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების პოტენციური საჭიროებაც კი.

„სახელმწიფო დეპარტამენტი გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას, რათა არაშესაფერისად მიიჩნიოს ის პოტენციური მიგრანტები, რომლებიც აშშ-ში სახელმწიფო კმაყოფაზე იქნებიან და ამერიკელი ხალხის გულუხვობას ბოროტად გამოიყენებენ. ამ 75 ქვეყნიდან მიგრაცია დროებით შეჩერდება, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს საიმიგრაციო პროცედურებს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის აღსაკვეთად, რომლებიც სოციალურ დახმარებასა და სახელმწიფო შეღავათებს გამოიყენებენ“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ტომი პიგოტის განცხადებაში.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image გლობალურ ბაზრებზე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შიშები გავრცელდა, რამაც პროგრამული უზრუნველყოფის აქციების ვარდნა გამოიწვია - TBC Capital

18.02.2026.13:00

გასულ კვირას გლობალურ ბაზრებზე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შიშები გავრცელდა, რამაც პროგრამული უზრუნველყოფის აქციების ვარდნა გამოიწვია.

როგორც  თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, მეორე მხრივ, ინვესტორებმა ტექნიკური უზრუნველყოფის კომპანიების მიმართ დადებითი განწყობები გამოიჩინეს, რაც არაერთ კონტინენტსა და ბაზარს შეეხო.

„აშშ-ში ბაზრები დაეცა, თუმცა ევროპასა და იაპონიაში ზრდა დაფიქსირდა. აზიაში სანაე ტაკაიჩის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ დაწყებული აღმასვლა გაგრძელდა, რაც მოსალოდნელი ფისკალური სტიმულისა და ინდუსტრიული პოლიტიკის მიმართ ინვესტორთა დადებით დამოკიდებულებას ირეკლავს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა