საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება
ოქროს ფასმა 1 ტროას უნციაზე 2700 დოლარს გადააჭარბა. როგორც უცხოური მედია იუწყება, აღნიშნული ფასი ბირჟის ვაჭრობის მონაცემებიდან გამომდინარეობს..
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე თებერვლის ოქროს ფიუჩერსების ფასი წინა დახურვის მაჩვენებელთან შედარებით 9,39 დოლარით, ანუ 0,35%-ით გაიზარდა და ტროას უნციაზე 2700,19 დოლარი შეადგინა.
ასევე, მარტის ვერცხლის ფიუჩერსი 0,48%-ით გაიზრდა და უნციაზე 31,165 დოლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
28.07.2025.14:13
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დავის გადაწყვეტის მიზნით, მოლაპარაკებები დღეს სტოკჰოლმში განახლდება. ერთმანეთს ორი ქვეყნის ეკონომიკის მაღალჩინოსნები შეხვდებიან.
Financial Times-ის ცნობით, ამერიკული დელეგაციის წევრები ტრამპის ადმინისტრაციამ გააფრთხილა, რომ პეკინის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯებისგან თავი შეიკავონ, რათა ზიანი არ მიაყენონ მოლაპარაკების პროცესს. გამოცემის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით, ჩინეთიდან ტექნოლოგიის ექსპორტზე შეზღუდვები შეაჩერა.