საბერძნეში ძლიერი სიცხის გამო უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს
ძლიერი სიცხის გამო საბერძნეთში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. 40-გრადუსიანი სიცხის გამო, ათენის ქუჩებში და მშენებლობებზე მუშაობა დილის 9-დან დღის 2 საათამდე შეიზღუდა. დამსაქმებლებს ასევე დაევალათ თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანონ. მოსახლეობას კი მგზავრობისგან და ქუჩაში ყოფნისგან თავის შეკავების რეკომენდაცია მიეცათ.
სინოპრიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჰაერის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში პროგნოზირებენ. ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ხანძრებსაც ვარაუდობენ.
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:18
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.
„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ზოგიერთ შემთხვევაში დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ეს ძალიან სულელურად იყო მართული“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა.