მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

Ryanair-მა ავიაბილეთების საშუალო ფასი 24%-ით გაზარდა

news image

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მგზავრების გადაყვანა ბილეთზე 10-20 ევროდ ურბანული ლეგენდაა. ხომალდზე, სადაც თითქმის 200 მგზავრია, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაფრინავს ვინც ბილეთზე 20 ევროს იხდის. დანარჩენები საშუალოდ 70-80 ევროს გადაიხდის.

Ryanair-ის 2024 ფინანსური წლის პირველი ნახევრის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც მოიცავს პერიოდს 2023 წლის 1 აპრილიდან 30 სექტემბრამდე,ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ავიაბილეთის საშუალო ფასი 24%-ით და 57,6 ევრომდე გაიზარდა. ავიაკომპანია საშუალო ტარიფების ზრდას 2023 წლის აღდგომის პერიოდში და ზაფხულის პერიოდში ფრენებზე მაღალ მოთხოვნას უკავშირებს.

საშუალოდ, Ryanair-ის თითოეულმა მგზავრმა გადაიხადა 81,3 ევრო ცალმხრივი ფრენისთვის, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ფრენის ფასში შედიოდა მგზავრობის ღირებულება 57,6 ევრო და დამატებითი მომსახურება 23,7 ევრო. დამატებითი სერვისების სახით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ყიდის დიდ ხელბარგს, ბარგს, ადგილების შერჩევას, ბორტზე კვებას და ა.შ.

ამასთან, Ryanair-ის საშუალო საოპერაციო ხარჯებმა ერთი მგზავრის გადაზიდვაზე საანგარიშო პერიოდში 58,4 ევრო შეადგინა. ამ მაჩვენებელმა ავიაკომპანიას გადასახადების შემდეგ შთამბეჭდავი 2,18 მილიარდი ევროს მოგების მიღწევის საშუალება მისცა.

Ryanair არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც არ ატარებს მგზავრებს 10-20 ევროდ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ისთვის, მაგალითად, ბილეთის საშუალო ფასი პრაქტიკულად არ განსხვავდება Ryanair-ისგან: ავიაკომპანიების ანგარიშების მიხედვით 2024 ფინანსური წლის პირველი კვარტლისთვის, Ryanair-ში ეს იყო 49,1 ევრო მგზავრზე ( მატებამდე), Wizz Air-ში – 45,1 ევრო.

უფრო მეტიც, თუ Ryanair ყიდის დამატებით სერვისებს თითო მგზავრზე დაახლოებით 23 ევროს ღირებულების, მაშინ Wizz Air ყიდის დამატებით მომსახურებას 35,9 ევროს ღირებულებით, ანუ ამ მაჩვენებლით ის ერთნახევარჯერ უსწრებს თავის კონკურენტს. ამრიგად, პირველ კვარტალში Ryanair-ის მგზავრმა ფრენაში საშუალოდ 72,4 ევრო გადაიხადა, Wizz Air-ის კლიენტი კი 81 ევროს იხდის.

ორივე ავიაკომპანიას აქვს დამატებითი სერვისების გრძელი სია. მომსახურების ფასი შეიძლება იყოს ცვალებადი – მაღალი მოთხოვნის მქონე ფრენებზე მომსახურება უფრო ძვირი დაჯდება.

ევროპაში იაფი საჰაერო მოგზაურობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება

ერთი წლის წინ Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ ევროპის ულტრა დაბალფასიანი ავიაბილეთების ეპოქა დასასრულს უახლოვდება. „ამჟამინდელი ფასების გათვალისწინებით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენ ოდესღაც შეგვეძლო დაგვეჯავშნა ევროკავშირის შიდა ფრენები მხოლოდ 7 ევროდ“, – თქვა მან.

ო’ლირი პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის დაბალბიუჯეტიანი ფრენების ბილეთების საშუალო ღირებულება 50%-ით გაიზრდება: 50-60 ევროზე დაბალი ბილეთები საერთოდ არ იქნება. 2022 წლამდე, 60 ევროდ შეგიძლიათ შეიძინოთ Ryanair Plus-ის სამგზავრო ბილეთი ადგილების გაფართოებული არჩევანით და 20 კგ ბარგით.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები დღეს განახლდება

28.07.2025.14:13

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დავის გადაწყვეტის მიზნით, მოლაპარაკებები დღეს სტოკჰოლმში განახლდება. ერთმანეთს ორი ქვეყნის ეკონომიკის მაღალჩინოსნები შეხვდებიან.

Financial Times-ის ცნობით, ამერიკული დელეგაციის წევრები ტრამპის ადმინისტრაციამ გააფრთხილა, რომ პეკინის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯებისგან თავი შეიკავონ, რათა ზიანი არ მიაყენონ მოლაპარაკების პროცესს. გამოცემის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით, ჩინეთიდან ტექნოლოგიის ექსპორტზე შეზღუდვები შეაჩერა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა