რუსულმა Tinkoff Bank-მა საქართველოში გადარიცხვები შეაჩერა - მედია
Tinkoff Bank-მა საქართველოში ვალუტის გადარიცხვები შეაჩერა. ამის შესახებ Tass-ს საკრედიტო ინსტიტუტის დამხმარე სამსახურში განუცხადეს.
„ეს მოხდა იმის გამო, რომ კორესპონდენტი ბანკი არ ამუშავებს გადარიცხვებს ამ ქვეყანაში“,- წერს რუსული მედია.
25 თებერვალს, რუსული Tinkoff Bank-ი ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტში მოხვდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავს დაემთხვა.
ბლოკმა ასევე დააწესა შეზღუდვები Alfa-Bank-სა და Rosbank-ზე. ევროკავშირმა ზომები ახსნა იმით, რომ საბანკო სექტორი, რომელშიც ეს ბანკები ფუნქციონირებენ, რუსეთის სახელმწიფოს „სოლიდურ შემოსავალს“ აძლევს. გარდა ამისა, ბლოკის ხელისუფლების განცხადებით, სამივე ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ეკონომიკაში, რადგან ეს ინსტიტუტები სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების სიაში არიან.
სხვა სიახლეები
18.09.2025.12:27
ჩინურმა ავიაკომპანიამ China Eastern Airlines დაიწყო ბილეთების გაყიდვა ახალ მარშრუტზე, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისად“ არის გამოცხადებული. ის შანხაისა და ბუენოს-აირესს დააკავშირებს, რომლებიც დედამიწის მოპირდაპირე ნაწილებში მდებარეობენ.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენა შანხაიდან ბუენოს-აირესამდე დაახლოებით 25,5 საათს, ხოლო უკან - 29 საათს გაგრძელდება. თუმცა, ორივე მარშრუტი მოიცავს ორსაათიან ტრანზიტულ გაჩერებას ახალ ზელანდიაში, რა დროსაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩასვლა და დასვენება შეუძლიათ. ამიტომ რეისი, მართალია, პირდაპირია, მაგრამ არა უწყვეტი.
რეისები Boeing 777-300ER-ის ტიპის თვითმფრინავით, კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველი ფრენა 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. „მარშრუტი შანხაი პუდუნი - ოკლენდი - ბუენოს-აირესი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ახალი არხის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
დაჯავშნის ვებგვერდ Skyscanner-ის მონაცემებით, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე ამჟამად ყველაზე სწრაფი რეისი დაახლოებით 31 საათს გრძელდება, პარიზში ან ამსტერდამში ტრანზიტული გაჩერებით. ამასთან, საპირისპირო მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 28-დან 33 საათამდე მერყეობს.