რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა - ევრო 100 რუბლზე მეტი ღირს
6 ივლისს, რუსეულმა რუბლმა მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობის გახსნაზე 2022 წლის 29 მარტის შემდეგ ევროსთან მიმართებით 100-ის ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა.
რუსული მედიის ცნობით მალევე, ევროსა და დოლარის კურსმა, შესაბამისად, 102 და 93 რუბლს გადააჭარბა.
რუსული რუბლის კურსი უკვე დიდი ხანია ეცემა.
მოსკოვის ბირჟის ანალიტიკოსები ექსპორტიდან შემოსავლების შემცირებასა და ბიუჯეტის მაღალ ხარჯზე, ასევე მხარდაჭერის ფაქტორების ნაკლებობასა და ბაზარზე ვალუტის დაბალ მიწოდებაზე მიუთითებენ.
სხვა სიახლეები
American Express-ის მოგებამ პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა - მომხმარებელთა ხარჯების ზრდა სამი წლის მაქსიმუმზეა
23.04.2026.22:55
American Express-მა პირველი კვარტლის მოგების მაჩვენებლებით უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან მომხმარებლების მიერ მოგზაურობასა და გართობაზე გაზრდილმა ხარჯებმა ბარათებით გადახდების ზრდა ბოლო სამი წლის მაქსიმუმამდე აიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ინფლაციის შესაძლო ზრდის შიში, რომელიც საწვავის გაძვირებას უკავშირდება, ბაზარზე მთავარ ფაქტორებად რჩება, American Express-ის ბიზნესი შედარებით დაცულია, მომხმარებლეთა მაღალმხარჯველუნარიანობის გამო.