რუსული ავიაკომპანიის Boeing 737 ავარიულად დაეშვა
რუსული ავიაკომპანია Aeroflot-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. როგორც ირკვევა Boeing-737 მოსკოვიდან მიფრინავდა, თუმცა ავარიულად დაეშვა სამხრეთ-სახალინსკში. ავარიული დაშვების მიზეზი შასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.
სახალინის აეროპორტის პრესსამსახურმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ბორტზე ეკიპაჟის 14 წევრი და 408 მგზავრი იმყოფებოდა, სპეციალისტებმა პრობლემის ტექნიკური მიზეზი აღმოაჩინეს და მის მოგვარებაზე მუშაობენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა
06.12.2025.00:02
ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.