რუსეთის ავტომობილების ბაზარმა თებერვალში 62%-იანი ვარდნა განიცადა
სამგზავრო და მსუბუქი კომერციული მანქანების გაყიდვები რუსეთში 62,1%-ით შემცირდა და 2023 წლის თებერვალში 41,851 შეადგინა, რაც 68,590 ერთეულით ნაკლებია 2022 წლის თებერვალის მაჩვენებელზე.
ამის შესახებ Forbes Russia - AEB Automobile Manufacturers Committee-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ამავდროულად, რუსული ბრენდი Lada ბაზრის ლიდერი გახდა. მას მოსდევს ჩინური Haval-ი.. თებერვალში ამ მარკის 5324 ავტომობილი გაიყიდა, რაც 49%-ით მეტია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე. მესამე ადგილზეა Geely-ი, 85%-იანი წლიური გაყიდვების ზრდით - კომპანიამ რუსეთის ბაზარზე 4 053 ავტომობილის გაყიდვა.
ხუთეულში ასევე შედიოდა კომერციული რუსული GAZ (2525 მანქანა, მინუს 31% 2022 წლის თებერვალთან შედარებით), კორეული Kia (1515 ერთეული; მინუს 90%), რუსული UAZ ბრენდის მანქანები (1525 ერთეული, მინუს 9%).
„ჩინური ბრენდები თებერვლის ბოლო კვირაში რუსეთში სამგზავრო მანქანების გაყიდვებით დაწინაურდნენ.
20 თებერვლიდან 26 თებერვლამდე პერიოდში რუსებმა ჩინური მარკის 4 663 ახალი ავტომობილი შეიძინეს, რაც მთლიანი რაოდენობის 41,6%-ია. მეორე ადგილი რუსულმა მანქანებმა (4552 ერთეული) დაიკავა 40,7%-იანი წილით.
სხვა სიახლეები
18.09.2025.12:27
ჩინურმა ავიაკომპანიამ China Eastern Airlines დაიწყო ბილეთების გაყიდვა ახალ მარშრუტზე, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისად“ არის გამოცხადებული. ის შანხაისა და ბუენოს-აირესს დააკავშირებს, რომლებიც დედამიწის მოპირდაპირე ნაწილებში მდებარეობენ.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენა შანხაიდან ბუენოს-აირესამდე დაახლოებით 25,5 საათს, ხოლო უკან - 29 საათს გაგრძელდება. თუმცა, ორივე მარშრუტი მოიცავს ორსაათიან ტრანზიტულ გაჩერებას ახალ ზელანდიაში, რა დროსაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩასვლა და დასვენება შეუძლიათ. ამიტომ რეისი, მართალია, პირდაპირია, მაგრამ არა უწყვეტი.
რეისები Boeing 777-300ER-ის ტიპის თვითმფრინავით, კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველი ფრენა 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. „მარშრუტი შანხაი პუდუნი - ოკლენდი - ბუენოს-აირესი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ახალი არხის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.
დაჯავშნის ვებგვერდ Skyscanner-ის მონაცემებით, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე ამჟამად ყველაზე სწრაფი რეისი დაახლოებით 31 საათს გრძელდება, პარიზში ან ამსტერდამში ტრანზიტული გაჩერებით. ამასთან, საპირისპირო მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 28-დან 33 საათამდე მერყეობს.