მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

news image

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. რომის პაპის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ, და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.

იტალიის მთავრობამ რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა - გლოვის დღეები 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა. მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. 

რომში 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაციის ჩასვლა იგეგმება. პაპის დაკრძალვას მსოფლიო ლიდერები, მათ შორის საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები დაესწრებიან. დონალდ ტრამპმა კი სოციალურ ქსელში თავად დაწერა, რომ დაკრძალვის ცერემონიას მეუღლესთან ერთად დაესწრება.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკრძალვის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო დასწრების შესახებ, თუმცა, გუშინ გავრცელებული ცნობით, შესაძლოა, ზელენსკი დაკრძალვას ვერ დაესწროს. 

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოფიციალური ვატიკანის ინფორმაციით, პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, რომის პაპმა ასევე განიცადა სუნთქვის უკმარისობის ეპიზოდები, მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ასევე ტიპი 2 დიაბეტი და ჰიპერტენზია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ბულგარეთმა ევრო ოფიციალურად მიიღო ეროვნულ ვალუტად

03.01.2026.03:41

1-ელ იანვარს ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა და სავალუტო კავშირის 21-ე წევრი გახდა. ევრომ ბულგარული ლევი ჩაანაცვლა, ხოლო 31 დეკემბრის მდგომარეობით საბოლოო გაცვლითი კურსი განისაზღვრა შემდეგნაირად: 1 ევრო = 1.96 ლევს.

პრეზიდენტმა რუმენ რადევმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა: „ევროს შემოღება ბულგარეთის ევროკავშირში ინტეგრაციის დასკვნითი ეტაპია - ეს არის ადგილი, რომელსაც ჩვენი ათასწლოვანი კულტურის მიღწევებითა და ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური წვლილით ვიმსახურებთ“.

ბულგარეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა, დიმიტარ რადევმა ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოში ადგილი დაიკავა.

„მივესალმები ბულგარეთს ევროს ოჯახში, ხოლო მმართველ რადევს - ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს მაგიდასთან ფრანკფურტში“, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა