რომელ ქვეყნებთან ქმნის ყაზახეთი საზღვრისპირა სავაჭრო-ლოგისტიკურ ჰაბებს
ყაზახეთი 2026 წლისთვის სასაზღვრო სავაჭრო და ლოგისტიკური 5 ჰაბის აშენებას აპირებს.
ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბები უზბეკეთის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ჩინეთის საზღვარზე შეიქმნება.
სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბების საქმიანობა სამრეწველო თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად ახალი საქონლის შენახვას,გადამუშავებას, წარმოებასა და მათ შემდგომ რეალიზაციას გულისხმობს.
„მსხვილი სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა დადებითად აისახება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, მეზობელი სახელმწიფოების მწარმოებლებსა და მეწარმეებს შორის საქმიანი კავშირების გააქტიურებასა და მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის სტიმულირებაზე“, - აცხადებენ ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.23:09
კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.
დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.