როგორია Coca-Cola-ს განახლებული გარემოსდაცვითი მიზნები
Coca-Cola-ს გადაწყვეტილებამ გარემოსდამცველების უკმაყოფილება მას შემდეგ გამოიწვია, რაც გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა ყოველწლიურად ათობით მილიარდი ბოთლისთვის გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენების მიზნები შეცვალა.
ირკვევა, რომ ამერიკული სასმელების მწარმოებელი გადაამუშავებს ნაკლებ პლასტმასას და შეამცირებს ემისიებს უფრო ნელა, ვიდრე ეს აქამდე ჰქონდა პროგნოზირებული.
კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ მიზნად ისახავს 2035 წლისთვის პირველად შეფუთვაში 35-დან 40 პროცენტამდე რეციკლირებული მასალა გამოიყენოს, როგორიცაა პლასტმასა, მინა და ალუმინი. აქამდე კომპანიას აღნიშნული მიზნების მინიმუმ 50%-მდე მიღწევა 2030 წლისთვის ჰქონდა დაანონსებული.
უცხოური მედია წერს, რომ აშშ-ის ერთ-ერთი საკულტო ბრენდისგან უკან დახევა ხდება მაშინ, როდესაც გლობალური ძალები იბრძვიან შეთანხმდნენ იმაზე, თუ როგორ ებრძოლონ პლასტმასასგან დაბინძურების ზრდას.
კომპანიის ანგარიშის თანახმად, კი Coca-Cola-ს ქსელმა 2023 წელს 5,97 მილიონი ტონა შეფუთვა დააგენერირა, რომელიც მოიცავდა 137 მილიარდ პლასტმასის ბოთლს და 74 მილიარდ ალუმინისა და ფოლადის ბოთლებსა და ქილებს.
„ჩვენი მოწოდებაა, მივაღწიოთ გრძელვადიანი ბიზნესის მდგრადობა და მოვიპოვოთ ჩვენი სოციალური ლიცენზია, რათა ვიმოქმედოთ ჩვენი განვითარებული ნებაყოფლობითი გარემოსდაცვითი მიზნებით“, - თქვა Coca-Cola-ს გლობალური კომუნიკაციების, მდგრადობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ოფიცერმა ბეა პერესიმ.
კომპანიამ ამ კვირაში განაცხადა, რომ ინვესტირებას განახორციელებს ხელახალ შეფუთვაში „სადაც ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს".
Coca-Cola-მ ამ კვირაში შეცვალა სითბურის გაზების დაბინძურების მიზნები და თქვა, რომ ის მიზნად ისახავს ემისიების შემცირებას 2019 წლის საბაზისო მდგომარეობიდან 2035 წლისთვის 1.5C-გრადუსიანი ტრაექტორიის შესაბამისად. მასში პროცენტული შემცირება მითითებული არ არის.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.23:09
კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.
დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.