რა ნიშნულამდე შეიძლება გაძვირდეს ოქრო 2024 წელს - პროგნოზი
Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ოქროს ფასი 2.6%-ით გაიზარდა.
ოქტომბრის დასაწყისიდან მისი ღირებულება 11.4%-ითაა მომატებული და გასული აპრილის შემდეგ უმაღლეს ნიშნულსაც მიაღწია.
ამჯერად ინვესტორებმა ძვირფას მეტალს ისრაელი-ჰამასის ომის და მისი შესაძლო შედეგების ჰეჯირებისთვის მიმართეს.
დამატებით, საპროცენტო განაკვეთების შემცირება და შედარებით სუსტი დოლარის მოლოდინი ძვირფასი მეტალის ფასზე დადებითად მოქმედებს.
ანალიტიკოსები ფასის ზრდის გაგრძელებას ელიან და 2024 წლის ბოლოსთვის $2,200 ნიშნულზე მიღწევასაც არ გამორიცხავენ.
TD Securities მიხედვით, 2024 წლის მე-2 კვარტალში ერთი უნცია ოქროს ფასი საშუალოდ $2,100-ზეა მოსალოდნელი.
ოქროს ექსპორტი საქართველოდან:
2023 წლის 10 თვეში საქართველოდან 70მლნ აშშ დოლარის ოქრო ექსპორტირდა, 2022 წლის 10 თვეში კი 69 მლნ აშშ დოლარის.
„ოქროს ექსპორტის ღირებულება წლიურად 1.8%-ით გაიზარდა 2023 წლის 10 თვეში, რაც ფასების მატებითაა გამოწვეული, რადგან ექსპორტის მოცულობა წლიურად 2.2%-ით შემცირდა 2.19 ტონამდე“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში .
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალია - TBC Capital
18.02.2026.15:00
უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ში დადებითი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, იანვარში სამუშაო ზრდა ადგილების საგრძნობლად დაჩქარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-მდე დაეცა, რაც ბაზრების მოლოდინებზე უკეთესი შედეგია.
„ამასთან ერთად, თებერვლის მონაცემებით წლიურმა ფასების ზრდამ 2.4% შეადგინა, მიუხედავად შიშებისა, რომ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა მომხმარებლებზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენდა. ეს გაუმჯობესებული მონაცემები კევინ უორშის ფედერალურ რეზერვს მეტ ბიძგს მიცემს მიმდინარე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო შემცირებისთვის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.