მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

The Wall Street Journal CEO Council Summit-ის ფარგლებში, შეხვედრები გავმართეთ ისეთი უმსხვილესი კორპორაციების ხელმძღვანელებთან, როგორებიცაა Accenture და Dow Jones - მიხეილ ხიდურელი

news image

გაერთიანებულ სამეფოს ქალაქ ლონდონში The Wall Street Journal CEO Council Summit გაიმართა. ფორუმი დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებას და მასში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და გლობალური ინვესტორები.

წელს ფორუმის მხარდამჭერი პარტნიორი იყო სააგენტოაწარმოე საქართველოში“. 

სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო.

მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებამ მეტი იცოდეს საქართველოს არსებული შესაძლებლობების შესახებ. The Wall Street Journal CEO Council Summit-, ტრადიციულად, თავს უყრის მსოფლიოს წამყვანი კომპანიების პირველ პირებს. ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას პირისპირ ვესაუბროთ გლობალურ ინვესტორებს საქართველოს პოტენციალზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოსაწარმოე საქართველოშიდირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. 

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, CEO სამიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებთან და პოტენციურ ინვესტორებთან. „სამიტზე წარმოდგენილნი იყვნენ ისეთი საერთაშორისო კორპორაციები როგორებიცაა Netflix, Rolls-Royce, SAP და სხვ. შეხვედრების ფორმატში წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელებს, მათ შორის Accenture-სა და Dow Jones-ის პირველ პირებს, მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, მათ შორის, რეგიონში გამორჩეული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპისა და  ბოლო 4 წლის განმავლობაში 7 მილიარდ აშშ დოლარამდე მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ IT და BPO სექტორებში მიღწეულ შედეგებზე. დღეს მსოფლიოში წამყვანი კომპანიები EPAM, Viber, TP და Concentrix უკვე ოპერირებენ საქართველოში და ათასობით ადამიანს ასაქმებენ,“ - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ვიქტორ ორბანი ჯეი დი ვენსს ხვდება

07.04.2026.17:03

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ხვდება.

„ოქროს ხანა, ოქროს მოვლენა უნგრეთ-აშშ-ის ისტორიაში. მოხარული ვარ შევხვდე ბუდაპეშტში ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს. ისტორიული მომენტი. პირველი ამგვარი ვიზიტი უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთში დღეს ჩავიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა