ყაზახური ნავთობი ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მიედინება
სს „ყაზტრანსოილი“ მარტში გეგმავს, რომ ქაშაგანის საბადოდან ექსპორტისთვის აქტაუს პორტში, ბაქოს პორტის მიმართულებით 7 ათასი ტონა ნავთობი სატესტო რეჟიმში გადაზიდოს.
„კაშაგანის ნავთობს შპს INPEX North Caspian Sea გადაზიდავს“, - ნათქვამია ყაზახური კომპანიის განცხადებაში.
კასპიის ნავთობსადენის ექსპლუატაცია, რომელიც უზრუნველყოფს ნავთობის მიწოდებას ნოვოროსიისკის პორტში რუსეთის შავი ზღვის სანაპიროზე, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე რამდეგჯერმე შეჩერდა. ევროპაში, ექსპორტირებული ყაზახური ნავთობის დაახლოებით 80 პროცენტი სწორედ ამ ნავთობსადენით გადის.
მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური მარშრუტით ნავთობის ტრანსპორტირება წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო
16.04.2026.13:35
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, საქონლის პირველი იმპორტი სომხეთიდან საქართველოს გავლით მარტში განხორციელდა. იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 960 ათასი დოლარი შეადგინა.
როგორც აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა სომხეთში საქართველოს გავლით 5 757 480 დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა.