მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

ყაზახეთი, რუსეთის გვერდის ავლით, ნავთობის მიწოდებისთვის ფლოტს გაზრდის

news image

აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ექსპორტისთვის ყაზახეთი კასპიის ფლოტს თითქმის გააორმაგებს, თუმცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტი უფრო ძვირია.

2023 წელს ყაზახეთის ეროვნული საზღვაო გადამზიდავი, Kazmortransflot-ი კასპიის ზღვაზე გადასატანად ორ ნავთობტანკერს შეიძენს, რაც კასპიის ფლოტს ხუთ გემამდე გაზრდის.

ეს მარშრუტი აზერბაიჯანის გავლით, რუსეთის გვერდის ავლით, ნავთობის მიწოდებისთვის გამოიყენება. 

მთავარი ალტერნატიული მარშრუტი დღეისათვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენია, რომლითაც ყაზახური ნავთობი კასპიის ზღვის გავლით ტრანსპორტირდება.

წელს „ყაზმუნაიგაზი“ გეგმავს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გაგზავნას თენგიზის საბადოდან BTC-ით; მარტში ყაზახეთმა 20 ათასი ტონა გაიტანა, აპრილში კი ნავთობის ტრანზიტი 125 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს.

უცხოური მედია წერს, რომ ყაზახეთის მთავრობა განიხილავს მისი მეშვეობით მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობას ყოველწლიურად 20 მილიონ ტონამდე. თუმცა, მიწოდების გაზრდა მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს - აქტაუს პორტის გაფართოებაში, კასპიის ზღვის ფსკერზე უფრო დიდი ტანკერებისთვის და თავად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდაში.

საჭირო ინვესტივიის ოდენობა "რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარად" ფასდება. 

დღეისათვის,  ყაზახური ნავთობის ექსპორტის 80% გადის რუსეთში მილსადენის ორი მარშრუტით: კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) მილით ნოვოროსიისკის პორტამდე და ატირაუ-სამარას მილსადენით, რის შემდეგაც საწვავი მიდის უსტ-ლუგაში.

გასულ წელს პირველ მარშრუტზე ამოტუმბვის მოცულობამ 52,2 მლნ ტონა შეადგინა, მეორეზე - 8,4 მლნ ტონა. თუმცა, 2022 წელს, CPC-ის მეშვეობით მიწოდება არაერთხელ შეჩერდა რუსეთის ტერიტორიაზე რემონტის გამო, რამაც ყაზახეთის ხელისუფლებას ალტერნატიული მარშრუტების ძიება აიძულა.

ირკვევა, რომ მიწოდების მარშრუტების ცვლილებას აფერხებს CPC-თან გრძელვადიანი კონტრაქტები, ასევე BTC-ის მეშვეობით ამოტუმბვის მაღალი ღირებულება: ნოვოროსიისკის გავლით ამოტუმბვა უფრო იაფია, ვიდრე BTC - 38,4 დოლარი ტონაზე 100 დოლარის წინააღმდეგ.

ცნობილია, რომ აზერბაიჯანმა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების სხვა მარშრუტის - ბაქო-სუფსაზეც გააკეთა შეთავაზება. ყაზახეთის ვიცე-პრემიერ სერიკ ჟუმანგარინის განცხადებით, მხარეები ამჟამად ამ მარშრუტის ტექნიკურ მახასიათებლებს სწავლობენ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image სომხეთის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი - ფაშინიანი

19.03.2026.15:43

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.

„შემიძლია გითხრათ, რომ სომხეთის მთავრობა დაკრძალვაში მონაწილეობას მიიღებს უმაღლეს დონეზე. ჩვენ განვიხილავთ, თუ რა ფორმატით ვიქნებით წარმოდგენილნი“, - განუცხადა ფაშინიანმა სომეხ ჟურნალისტებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა