პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი გახდა
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ისტორიკოსმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა.
ქვეყნის საარჩევნო კომისიამ ყველა ხმის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმათა 50,9% მიიღო, მისმა კონკურენტმა - ვარშავის ლიბერალმა მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ კი 49,1%.
ეგზიტპოლების მიხედვით, რომელთა შედეგებიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა, არჩევნებს ტშასკოვსი იგებდა - 50,3%-ით. მან მხარდაჭერებსაც კი მიმართა და გამარჯვება აღნიშნა, მაშინ როდესაც ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ეგზიტპოლის შედეგებით, ორივე კანდიდატის შედეგი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო.
BBC წერს, რომ პოლონეთის ახალი პრეზიდენტის რანგში ნავროცკი აქტიურად გამოიყენებს ვეტოს უფლებას, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკი პრო-ევროკავშირელი დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების დასაბლოკად.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
იაპონიის მმართველმა პარტიამ რიგგარეშე არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო
09.02.2026.13:09
იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) გაიმარჯვა, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის ხელმძღვანელობით.
LDP-ის შედეგმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა. კონსერვატიულმა კოალიციამ პარლამენტის ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა, რაც კონსტიტუციური უმრავლესობфა, რომელიც ტაკაიტის პარტიას აძლევს შესაძლებლობას, განახორციელოს თავისი ინიციატივები ოპოზიციის გათვალისწინების გარეშე.
კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, რომელსაც იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK აქვეყნებს, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 465-დან 316 მანდატი მოიპოვა. მანამდე მმართველ პარტიას ქვედა პალატაში მხოლოდ 198 ადგილი ჰქონდა. პარტიამ მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა (310 ადგილზე მეტი), რაც LDP-ს საშუალებას აძლევს, დაძლიოს ზედა პალატის ვეტო და შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა.
როგორც გამოცემა Kyodo წერს, ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს თავისი კონსერვატიული პოლიტიკური პროგრამის გასატარებლად. გამოცემას მიაჩნია, რომ პარლამენტში ადგილების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა დიდწილად თავად ტაკაიტის პიროვნული პოპულარობის დამსახურებაა.