მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

news image

მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად უნციაში 5000 დოლარს გადააჭარბა. Reuters-ის ცნობით, ორშაბათს დილით ძვირფასი ლითონი მსოფლიო ბირჟებზე 5029 დოლარი ღირდა.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ექსპერტების პროგნოზით, ოქროს ფასი კვლავ გაიზრდება, რადგან არასტაბილურობის პერიოდში ინვესტორები ტრადიციულად სწორედ მას მიმართავენ. ანალიტიკოსები მთავარ მიზეზებს შორის გამოყოფენ დაძაბულობის ესკალაციას აშშ-სა და ნატო-ს შორის გრენლანდიის საკითხზე და რუსეთის მიმდინარე ომს უკრაინასთან.

Reuters-ის ცნობით, ოქროზე მოთხოვნას ასევე ხელი შეუწყო აშშ-ის მუქარამ კანადიდან იმპორტზე 100%-იანი ტარიფის დაწესების შესახებ, თუ ეს ქვეყანა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერს ხელს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ფესტივალზე „Boston Wine Expo“ გაიმართა

12.03.2026.12:05

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ ორგანიზებით, აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, ღვინის ფესტივალზე „Boston Wine Expo" ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად.

წარდგენა მოიცავდა დეგუსტაციას და მასტერკლასს. დეგუსტაციას ღვინის მომხმარებლები, ასევე HoReCa, კომერციული და მედია სექტორების წარმომადგენლები დაესწრნენ. სადეგუსტაციოდ ქართული ღვინის მწარმოებელი 10-მდე კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.

ბოსტონის ღვინის გამოფენის ფარგლებში გამართულ მასტერკლასს 30 სტუმარი დაესწრო. საქართველოს მეღვინეობის კულტურის, ისტორიის, ვაზის ჯიშებისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ამერიკელმა ღვინის ექსპერტმა ერიკა ფრეიმ (Erika Frey) წარადგინა.

ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები კომპანიებთან „Colangelo & Partners“ და „Glodow Nead Communication“ გააფორმა.
აღნიშნული კომპანიების ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება, რაც გულისხმობს: სხვადასხვა ქალაქში დეგუსტაცია-სემინარებს ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის, მიზნობრივ სარეკლამო და მედია კამპანიებს; ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში მოეწყობა ღვინის ტურები; გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა