ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად უნციაზე $2 100-ს გადააჭარბა
დღეს დილით ოქროს ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა და ტრას უნციაზე (31,1034768 გრამი) 2100 დოლარს გადააჭარბა. რასაც სავაჭრო მონაცემები მოწმობს.
ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის ოქროს ფიუჩერსების ფასი გაიზარდა 17,7 დოლარით, ანუ 0,85%-ით და 2107,15 დოლარამდე ტროას უნციაზე. დეკემბრის ვერცხლის ფიუჩერსები გაიზარდა 0,09%-ით და 25,317 აშშ დოლარს შეადგენს უნციაზე.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) შემდეგი შეხვედრა 13 დეკემბერს გაიმართება. CME Group-ის მონაცემებით, ანალიტიკოსთა 97,8% ვარაუდობს, რომ დისკონტის განაკვეთი კვლავ დარჩება არსებულ დონეზე 5,25-5,5%.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
ვაშინგტონმა Lukoil-ის ბენზინგასამართ სადგურებს სანქციებისგან დროებით გათავისუფლების ვადა გაუხანგრძლივა
06.12.2025.00:02
ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ვადა გაუგრძელა სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც უცხოეთის ქვეყნებში Lukoil-ის ბენზინგასამართი სადგურების ქსელს დროებით სანქციებისგან ათავისუფლებს.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მომავალი წლის აპრილამდე იმოქმედებს. რეგულაცია მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურებზე გავრცელდება და კომპანიის სხვა საქმიანობაზე შეზღუდვები ძალაში დარჩება.