ოქრო ძვირდება
ოქროს ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა და ტროას უნციაზე (31,1034768 გრამი) $2000 გასული წლის 18 აპრილის შემდეგ პირველად გადააჭარბა.
უქციონის მონაცემებით , ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს აპრილის ფიუჩერსების ფასი ტროას უნციაზე 27,4 დოლარით, ანუ 1,41%-ით, 2001,8 დოლარამდე გაიზარდა.
მაისის ფიუჩერსები ვერცხლზე 0,89%-ით გაიზარდა და უნციაზე 22,657 აშშ დოლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალია - TBC Capital
18.02.2026.15:00
უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ში დადებითი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, იანვარში სამუშაო ზრდა ადგილების საგრძნობლად დაჩქარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-მდე დაეცა, რაც ბაზრების მოლოდინებზე უკეთესი შედეგია.
„ამასთან ერთად, თებერვლის მონაცემებით წლიურმა ფასების ზრდამ 2.4% შეადგინა, მიუხედავად შიშებისა, რომ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა მომხმარებლებზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენდა. ეს გაუმჯობესებული მონაცემები კევინ უორშის ფედერალურ რეზერვს მეტ ბიძგს მიცემს მიმდინარე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო შემცირებისთვის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.