მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

ნინო ჯელაძემ IMF-ის საუდის არაბეთის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით გამართულ ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, IMF-ის საუდის არაბეთის  რეგიონული  ოფისის მხარდაჭერით ორგანიზებულ ყოველწლიურ ფორუმში  მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ცენტრალური ბანკების მმართველობის საუკეთესო პრაქტიკა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მმართველობის და ინსტიტუციურ ჩარჩოებზე, ხაზი გაესვა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხების მნიშვნელობას.


ფორუმის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ფინანსური სისტემების ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული თემები იყო.

ნინო ჯელაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, სადაც ფორუმის მონაწილეებმა, გლობალური ფინანსური არასტაბილურობის ფონზე,  ეფექტური რისკის მართვის ჩარჩოების საჭიროება მიმოიხილეს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკებს გადამწყვეტი როლი აქვთ ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობაში და ხაზი გაუსვა გლობალური ფინანსური გამოწვევების საპასუხოდ, ცენტრალურ ბანკებს შორის ინსტიტუციური დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობას.

IMF-ის საუდის არაბეთის  რეგიონული  ოფისის მხარდაჭერით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გამართულ ცენტრალური ბანკების მეცხრე უმაღლესი დონის ფორუმში, მონაწილეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველები. ფორუმი მიზნად ისახავდა ცენტრალური ბანკების წინაშე არსებული ახალი გამოწვევების მიმოხილვასა და მათი როლის განსაზღვრას თანამედროვე ეკონომიკურ რეალობაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ბულგარეთმა ევრო ოფიციალურად მიიღო ეროვნულ ვალუტად

03.01.2026.03:41

1-ელ იანვარს ბულგარეთი ევროზონას შეუერთდა და სავალუტო კავშირის 21-ე წევრი გახდა. ევრომ ბულგარული ლევი ჩაანაცვლა, ხოლო 31 დეკემბრის მდგომარეობით საბოლოო გაცვლითი კურსი განისაზღვრა შემდეგნაირად: 1 ევრო = 1.96 ლევს.

პრეზიდენტმა რუმენ რადევმა საახალწლო მიმართვაში განაცხადა: „ევროს შემოღება ბულგარეთის ევროკავშირში ინტეგრაციის დასკვნითი ეტაპია - ეს არის ადგილი, რომელსაც ჩვენი ათასწლოვანი კულტურის მიღწევებითა და ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური წვლილით ვიმსახურებთ“.

ბულგარეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა, დიმიტარ რადევმა ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ საბჭოში ადგილი დაიკავა.

„მივესალმები ბულგარეთს ევროს ოჯახში, ხოლო მმართველ რადევს - ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს მაგიდასთან ფრანკფურტში“, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა