მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ნავთობის ფასი მატულობს, რადგან ყურადღება ისევ მიმართულია ახლო აღმოსავლეთის საექსპორტო ობიექტებზე არსებულ საფრთხეებზე

news image

ორშაბათს ნავთობის ფასები გაიზარდა, რადგან ინვესტორების ყურადღება კვლავ ახლო აღმოსავლეთის ნავთობობიექტების წინაშე არსებულ საფრთხეებზე გადაერთო. ეს მოხდა მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებისა, რომლის თანახმადაც სხვადასხვა ქვეყნებს ჰორმუზის სრუტის - გლობალური ენერგომომარაგების სასიცოცხლო არტერიის დაცვაში დახმარება სთხოვა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ reuters ავრცელებს.

გრინვიჩის დროით (GMT) 04:00 საათისთვის, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1.27 დოლარით ანუ 1.2%-ით გაიზარდა და ბარელზე 104.41 დოლარი შეადგინა, მას შემდეგ რაც პარასკევს ვაჭრობა 2.68 დოლარით მაღალ ნიშნულზე დაასრულა. ამერიკული WTI  მარკის ნავთობის ფასი კი 54 ცენტით ანუ 0.6%-ით გაიზარდა და ბარელზე 99.25 დოლარს მიაღწია, მაშინ როცა წინა სესია თითქმის 3 დოლარიანი ზრდით დაიხურა.

ორივე კონტრაქტის ღირებულება ამ თვეში 40%-ზე მეტით გაიზარდა და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ეს გამოიწვია ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებმა, რის საპასუხოდაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა შეაჩერა. შედეგად, მსოფლიო ნავთობის მიწოდების ერთი მეხუთედი დაიბლოკა, რაც ისტორიაში მიწოდების ყველაზე მასშტაბური შეფერხებაა.

„გასულ უქმეებზე აშშ-ის დარტყმებმა კუნძულ ხარგზე მიწოდებასთან დაკავშირებული შეშფოთება გაამძაფრა, ვინაიდან ირანის ნავთობის ექსპორტის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ კუნძულზე გადის“, - განაცხადეს ორშაბათს ING-ის სასაქონლო სტრატეგოსებმა.

„მიუხედავად იმისა, რომ დარტყმები, როგორც ჩანს, სამხედრო და არა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული, ისინი მაინც ქმნიან მიწოდების რისკებს, რადგან ამჟამად ირანული ნავთობი თითქმის ერთადერთია, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილდება“, - დასძინეს ING-ის ანალიტიკოსებმა.

გასულ უქმეებზე, მას შემდეგ რაც ირანის კუნძულ ხარგზე სამხედრო ობიექტები დაიბომბა, ტრამპი ამავე კუნძულზე ახალი დარტყმებით დაიმუქრა. აღსანიშნავია, რომ ირანის ექსპორტის დაახლოებით 90% სწორედ ამ კუნძულზე გადის. პრეზიდენტის ეს განცხადება მიზნად ისახავდა თეირანის მხრიდან კიდევ უფრო მწვავე საპასუხო რეაქციის პროვოცირებას

„აშშ განიხილავს მაღალი რისკის მქონე სახმელეთო ოპერაციებს, მათ შორის: ირანის ბირთვულ ობიექტებზე რეიდებს გამდიდრებული ურანის ხელში ჩასაგდებად, კუნძულ ხარგის ნავთობჰაბის დაკავებასა და სამხრეთ ირანის ოკუპაციას ჰორმუზის სრუტის დასაცავად“, - ნათქვამია SEB-ის ანალიტიკოსის, ერიკ მეიერსონის მოხსენებაში.

„ყოველივე ეს ნიშნავს კონფლიქტის მნიშვნელოვან ესკალაციას და მოითხოვს მზაობას არსებითად მაღალი რისკებისთვის“.

კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ იგი სხვა ქვეყნებისგან ენერგომომარაგების ამ საკვანძო მარშრუტის დაცვაში დახმარებას მოითხოვს და დასძინა, რომ ვაშინგტონი რამდენიმე სახელმწიფოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს სრუტის ერთობლივი კონტროლის შესახებ.

ამასთანავე, ტრამპის თქმით, აშშ ირანთანაც ინარჩუნებს კონტაქტს, თუმცა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ თეირანი მზად არის სერიოზული მოლაპარაკებებისთვის კონფლიქტის დასასრულებლად.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ვიქტორ ორბანი ჯეი დი ვენსს ხვდება

07.04.2026.17:03

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ხვდება.

„ოქროს ხანა, ოქროს მოვლენა უნგრეთ-აშშ-ის ისტორიაში. მოხარული ვარ შევხვდე ბუდაპეშტში ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს. ისტორიული მომენტი. პირველი ამგვარი ვიზიტი უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთში დღეს ჩავიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა