მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის გახსნის ოფიციალურ სესიას დაესწრო

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად ლუქსემბურგში  საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის  შეხვედრის გახსნის ოფიციალურ სესიას დაესწრო.

სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია, სახელწოდებით „ცენტრალური ბანკების როლი მწვანე ეკონომიკაში“, რომელსაც მოდერატორობას ნათია თურნავა გაუწევს.

სესიის მთავარი სპიკერი ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ფრანკ ელდერსონი იქნება, განხილვის მთავარი თემა კი  მდგრად დაფინანსებას, კლიმატური ცვლილებებსა და ამ პროცესში ცენტრალური ბანკების როლს შეეხება.

სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (OEDNE/EDS19)  შეხვედრა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებლები, ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები და ექსპერტები ერთად განიხილავენ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. ლუქსემბურგში გამართული წლევადელი შეხვედრა  ექსპერტების, პოლიტიკის შემქმნელებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო

16.04.2026.13:35

აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, საქონლის პირველი იმპორტი სომხეთიდან საქართველოს გავლით მარტში განხორციელდა. იმპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 960 ათასი დოლარი შეადგინა.

როგორც აზერბაიჯანული მედია აღნიშნავს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა სომხეთში საქართველოს გავლით 5 757 480 დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა