ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის გახსნის ოფიციალურ სესიას დაესწრო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად ლუქსემბურგში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) წევრი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის გახსნის ოფიციალურ სესიას დაესწრო.
სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსია, სახელწოდებით „ცენტრალური ბანკების როლი მწვანე ეკონომიკაში“, რომელსაც მოდერატორობას ნათია თურნავა გაუწევს.
სესიის მთავარი სპიკერი ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ფრანკ ელდერსონი იქნება, განხილვის მთავარი თემა კი მდგრად დაფინანსებას, კლიმატური ცვლილებებსა და ამ პროცესში ცენტრალური ბანკების როლს შეეხება.
სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (OEDNE/EDS19) შეხვედრა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის შემმუშავებლები, ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები და ექსპერტები ერთად განიხილავენ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. ლუქსემბურგში გამართული წლევადელი შეხვედრა ექსპერტების, პოლიტიკის შემქმნელებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:18
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ბევრი ქვეყანა ახლა იმედგაცრუებულია, რადგან ისინი ამერიკის უპირატესობით 30-40 წელიწადი სარგებლობდნენ.
„ამით ჩვენ ვეუბნებით ქვეყნებს, რომ მივცემთ მათ პრივილეგიას, იყიდონ და იმუშაონ ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ზოგიერთ შემთხვევაში დავდებთ გარიგებებს. ჩვენ უკვე დავდეთ გარიგება რამდენიმე ქვეყანასთან, მაგრამ ეს უზარმაზარი ფულია ამ ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად წარმოუდგენელია. ეს ძალიან სულელურად იყო მართული“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 30%-იანი ტარიფი დაუწესა.