ნათია თურნავა ევროპასა და კავკასიაში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტ მატეო პატრონეს შეხვდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტ მატეო პატრონეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საფინანსო სექტორსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქართულ საბანკო სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და გამჭვირვალეა რეგიონში, შესაბამისად, მიმზიდველია ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის.
„საფინანსო სექტორის დაფინანსების თვალსაზრისით, EBRD ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოში. ჩვენი საფინანსო სისტემისთვის უკვე 566 მილიონი დოლარი აქვს მიწოდებული. ჩვენი ბანკები არიან მიმზიდველნი ინვესტორებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მომგებიანი სექტორი, ასევე, არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, EBRD-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ყოველმხრივ გამართლებულია და ველით, რომ კვლავაც გაგრძელდება ჩვეული ინტენსივობით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორი, თურქეთისა და კავკასიის მიმართულებით ელიზაბეტა ფალჩეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია, სლოვაკეთის რესპუბლიკა, საქართველო) ჯგუფის (Constituency) დირექტორი ტამას ვოჟნიტი.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალია - TBC Capital
18.02.2026.15:00
უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ში დადებითი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, იანვარში სამუშაო ზრდა ადგილების საგრძნობლად დაჩქარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-მდე დაეცა, რაც ბაზრების მოლოდინებზე უკეთესი შედეგია.
„ამასთან ერთად, თებერვლის მონაცემებით წლიურმა ფასების ზრდამ 2.4% შეადგინა, მიუხედავად შიშებისა, რომ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა მომხმარებლებზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენდა. ეს გაუმჯობესებული მონაცემები კევინ უორშის ფედერალურ რეზერვს მეტ ბიძგს მიცემს მიმდინარე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო შემცირებისთვის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.