მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083.7
-0.0032
flag
AZN 1.5996
-0.0007
flag
CNY 37.95
-0.0051
flag
EUR 3.2029
-0.0126
flag
GBP 3.7284
-0.0218
flag
KZT 52.43
0
flag
TRY 0.0683
0
flag
USD 2.7203
-0.0012

ნათია თურნავა ევროპასა და კავკასიაში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტ მატეო პატრონეს შეხვდა

news image

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტ მატეო პატრონეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საფინანსო სექტორსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქართულ საბანკო სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე  მზარდი და  გამჭვირვალეა რეგიონში, შესაბამისად, მიმზიდველია ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის.


„საფინანსო სექტორის დაფინანსების თვალსაზრისით, EBRD ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოში. ჩვენი საფინანსო სისტემისთვის უკვე 566 მილიონი დოლარი აქვს  მიწოდებული. ჩვენი ბანკები არიან მიმზიდველნი ინვესტორებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მომგებიანი სექტორი, ასევე, არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, EBRD-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ყოველმხრივ გამართლებულია და ველით, რომ კვლავაც გაგრძელდება ჩვეული ინტენსივობით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველი დირექტორი, თურქეთისა და კავკასიის მიმართულებით ელიზაბეტა ფალჩეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ქვეყნების (უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია, სლოვაკეთის რესპუბლიკა, საქართველო) ჯგუფის (Constituency) დირექტორი ტამას ვოჟნიტი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ნათია თურნავამ შვეიცარიაში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

02.07.2025.14:14

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 95-ე წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

წლიურ შეხვედრაში BIS-ის წევრი ცენტრალური ბანკების და სხვა ცენტრალური ბანკების მმართველები, ასევე მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობდნენ.

წლევანდელი შეხვედის მთავარი განსახილველი თემა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკების გამოცდილება იყო ტრანსსასაზღვრო გადახდების გაფართოებასთან დაკავშირებით.

ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის როლის მნიშვნელობაზე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების საფინანსო ბაზრების სტიმულირებაში.

ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემსჯელათ საგადახდო სისტემების სირთულეებისა და საფინანსო სისტემებში რისკის ზონების გამოვლენის საკითხებზე. ინდუსტრიის ლიდერებმა ერთმანეთს გამოცდილება და მათ წინაშე არსებული კონკრეტული გამოწვევები გაუზიარეს.

დისკუსიების ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საბანკო უსაფრთხოებაზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, BIS-ის ყოველწლიური შეხვედრები, რომელიც ცენტრალური ბანკების მმართველებს უყრის თავს, ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილების და წარმატების მაგალითების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა.

შვეიცარიაში, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდთად შეხვედრისას მიეცა შესაძლებლობა გაეცვალა ხედვები საფინანსო სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ნათია თურნავამ კრისტინ ლაგარდს, ეროვნული ბანკის სახელით, ECB-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის პირადად გადაუხადა მადლობა.

ყოველწლიურ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ინგლისის ბანკის პრეზიდენტი ენდრიუ ბეილი, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტი პან გონშენგი.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი 1930 წელს დაფუძნდა. მისი სათავო ოფისი შვეიცარიაში, ბაზელში მდებარეობს. ეს ინსტიტუტი ფინანსური და მონეტარული სტაბილურობის მისაღწევად ცენტრალურ ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს და მხოლოდ მათ ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა