ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ლონდონში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორების ჯგუფს შეხვდნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ლონდონში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა Bank of America-ს ორგანიზებით შედგა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო, ისაუბრა სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოსა და მყარ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რის საფუძველზეც ქვეყანა გლობალურად მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდება.
ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მდგრად და ჯანსაღ გარემოზე, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალია - TBC Capital
18.02.2026.15:00
უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ში დადებითი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, იანვარში სამუშაო ზრდა ადგილების საგრძნობლად დაჩქარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-მდე დაეცა, რაც ბაზრების მოლოდინებზე უკეთესი შედეგია.
„ამასთან ერთად, თებერვლის მონაცემებით წლიურმა ფასების ზრდამ 2.4% შეადგინა, მიუხედავად შიშებისა, რომ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა მომხმარებლებზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენდა. ეს გაუმჯობესებული მონაცემები კევინ უორშის ფედერალურ რეზერვს მეტ ბიძგს მიცემს მიმდინარე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო შემცირებისთვის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.