მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

მუშახელის მწვავე დეფიციტის გამო ევროკავშირში შრომითი მიგრაცია კვლავ მაღალია

news image

როგორც წინა წლებში, 2024 წელსაც ევროკავშირში შრომითი მიგრაცია კვლავ მაღალი იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო შრომით დეფიციტს განიცდიდა - ამის შესახებ Schengen.News წერს.

არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ 2024 წელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნების მიერ უცხოელ სამუშაო ძალაზე გაცემული მუშაობის ნებართვების რაოდენობა მაღალი იყო.

მაგალითად, 2024 წლის იანვრიდან ოქტომბრის ბოლომდე შვედეთმა უცხოელებზე სულ 23 870 სამუშაო ნებართვა გასცა. ასეთი მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება უცხოელი მუშახელი სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით იმ სექტორებში, სადაც დეფიციტია.

უცხოელებზე ბევრი სამუშაო ნებართვა გაიცა ასევე რუმინეთსა და ირლანდიაში. ირკვევა, რომ 2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე რუმინეთმა ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებზე 77,426 სამუშაო ნებართვა გასცა, ხოლო ირლანდიამ 2024 წლის იანვრიდან აგვისტომდე 27,181 სამუშაო ნებართვა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გერმანიამ 2023 წელთან შედარებით წელს 10%-ით მეტი ვიზა გასცა მიგრანტ მუშაკებზე.

უცხოელი დასაქმების მსურველებზე ვიზების რაოდენობის გაზრდით გერმანიის მთავრობას სურს მოიზიდოს მეტი უცხოელი მუშახელი, რაც მის ეკონომიკას სასწრაფოდ სჭირდება.

ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანამ ასევე გადადგა ნაბიჯები მეტი უცხოელი დასაქმებულის მოსაზიდად, რათა ამით დაეხმარონ ბიზნესებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დეფიციტს გაუმკლავდნენ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

მსოფლიო
image ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩიეს

08.05.2025.23:09

კარდინალთა დეკანმა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მთავარ აივანზე გამოაცხადა: Annuntio vobis gaudium magnum: Habemus papam - „დიდი სიხარულით გაუწყებთ: ჩვენ გვყავს პაპი“.

დიდი სიხარულით გაუწყებთ
ჩვენ გვყავს პაპი:
უაღრესად ღირსეული და უპატივცემულესი,
ბატონი რობერტ ფრენსის
წმინდა რომის ეკლესიის კარდინალი პრევო
რომელმაც სახელად დაირქვა ლეო მე-14.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა