მნიშვნელოვანია, რომ რომის ახალ პაპთან მოხერხდა პირადი შეხვედრა: დატოვა ძალიან უბრალო ადამიანის შთაბეჭდილება, საუბარი ბოლოს ფეხბურთზე დავამთავრეთ იმდენად უშუალო იყო ჩვენი დიალოგი - მიხეილ ყაველაშვილი
აპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზეც მომიწია დასწრება. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყველა კონფესიის უმაღლესი სასულიერო პირები ესწრებოდნენ ამ პროცესიას და ასევე ახალი პაპის ინტრონიზაციას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვატიკანში ვიზიტზე საუბრისას.
„ლეონ მე-14 -ის ინტრონიზაციას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ხელისუფალი ესწრებოდა. სასიხარულოა, რომ საქართველოც იყო ამ პროცესში ჩართული და ცერემონიის შემდეგ საშუალება გვქონდა მიგველოცა ახალი პაპისთვის არჩევა ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ მოხერხდა პირადი შეხვედრა. დატოვა ძალიან უბრალო ადამიანის შთაბეჭდილება, საუბარი ბოლოს ფეხბურთზე დავამთავრეთ იმდენად უშუალო იყო ჩვენი დიალოგი.
გზავნილი მქონდა ჩვენი უწმინდესისგან,მან მიულოცა და პირადად გადავეცი. გავუზიარე ურთიერთობები საქართველოს და წმინდა საყდარს შორის, ვესაუბრე 30 წლიანი პროცესზე და დავპატიჟე საქართველოში. მისი მხრიდანა მთავარი აქცენტი იყო მოყვასის სიყვარულზე და ადამიანის ღირსების დაფასებაზე“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალია - TBC Capital
18.02.2026.15:00
უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ში დადებითი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, იანვარში სამუშაო ზრდა ადგილების საგრძნობლად დაჩქარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-მდე დაეცა, რაც ბაზრების მოლოდინებზე უკეთესი შედეგია.
„ამასთან ერთად, თებერვლის მონაცემებით წლიურმა ფასების ზრდამ 2.4% შეადგინა, მიუხედავად შიშებისა, რომ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა მომხმარებლებზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენდა. ეს გაუმჯობესებული მონაცემები კევინ უორშის ფედერალურ რეზერვს მეტ ბიძგს მიცემს მიმდინარე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო შემცირებისთვის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.