მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუს შეხვდა.
ორმხრივ შეხვედრაზე, განიხილეს საქართველოსა და ჯანმოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. განსაკუთრებით აღინიშნა, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით, განხორციელებული ერთობლივი ინიციატივები.
ჯანდაცვის მინისტრმა, ტედროს ადანომ გებრეისუსთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების პროცესში, ჯანმოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის მნიშვნელობას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს, ჯანმოს სახელით მადლობა გადაუხადა, ქვეყნის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, მათ შორის – მალარიის ელიმინაციაში მიღწეული შედეგისთვის.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიმართული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალია - TBC Capital
18.02.2026.15:00
უკანასკნელი კვირის განმავლობაში აშშ-ში დადებითი ეკონომიკური მონაცემები გამოქვეყნდა. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, იანვარში სამუშაო ზრდა ადგილების საგრძნობლად დაჩქარდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-მდე დაეცა, რაც ბაზრების მოლოდინებზე უკეთესი შედეგია.
„ამასთან ერთად, თებერვლის მონაცემებით წლიურმა ფასების ზრდამ 2.4% შეადგინა, მიუხედავად შიშებისა, რომ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა მომხმარებლებზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენდა. ეს გაუმჯობესებული მონაცემები კევინ უორშის ფედერალურ რეზერვს მეტ ბიძგს მიცემს მიმდინარე წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის შესაძლო შემცირებისთვის“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.