სიხარულით გიგზავნით ჩვენს ყველაზე გულთბილ მილოცვებს - მეფე ჩარლზ III ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მის წერილს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.
„მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე სიხარულით გიგზავნით ჩვენს ყველაზე გულთბილ მილოცვებს. მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით ვუსურვებთ, მომავალ წელს, ყველა ქართველს ყოველივე საუკეთესოს“, - აღნიშნულია გზავნილში.
სხვა სიახლეები
სომხეთის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი - ფაშინიანი
19.03.2026.15:43
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ხელისუფლება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის დღეს უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი.
„შემიძლია გითხრათ, რომ სომხეთის მთავრობა დაკრძალვაში მონაწილეობას მიიღებს უმაღლეს დონეზე. ჩვენ განვიხილავთ, თუ რა ფორმატით ვიქნებით წარმოდგენილნი“, - განუცხადა ფაშინიანმა სომეხ ჟურნალისტებს.