„მარცვლეულის შეთანხმება“ გახანგრძლივდა
„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც ხელი მოეწერა სტამბულში 2022 წლის 22 ივლისს, გახანგრძლივდა... ჩვენ მადლობას ვუხდით თურქეთის ხელისუფლებას დიპლომატიური და ოპერატიული მხარდაჭერისთვის“, - კომუნიკე 18 მარტს გაეროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე არ დაასახელა ვადა, მაგრამ თურქული პრესა წერდა, რომ „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ 120 დღით გახანგრძლივდა.
უკრაინა მოითხოვს, რომ ეს შეთანხმება ავტომატურად ყოველ ჯერზე 120 დღით გაგრძელდეს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი 60 დღით ახანგრძლივებს „მარცვლეულის შეთანხმებას“.
სხვა სიახლეები
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
04.03.2026.16:30
თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, ნატოს დახმარებით, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულმა ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა დროულად აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ირანიდან იყო გაშვებული, გადაკვეთა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცე და თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირანული რაკეტის ფრაგმენტი ჰათაის პროვინციის დორთიოლის რაიონში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ვაფრთხილებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, რეგიონში კონფლიქტის განშლა გამოიწვიოს. ამ კონტექსტში ნატოსა და სხვა მოკავშირეებთან კონსულტაციებს გავაგრძელებთ“, - დასძინეს თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.