მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

მადრიდში ანტისაიმიგრაციო აქცია გაიმართა

news image

მადრიდში მასშტაბური ანტისაიმიგრაციო აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანი სოციალური მუშათა პარტიის ოფისთან შეიკრიბა და მთავრობის გეგმა გააპროტესტა, რომელიც ნახევარ მილიონამდე არალეგალი მიგრანტისთვის სტატუსის მიცემას ითვალისწინებს.

ახალი რეგულაცია იმ მიგრანტებს შეეხება, რომლებიც ესპანეთში 2025 წლის 31 დეკემბრამდე ჩავიდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image იაპონიის მმართველმა პარტიამ რიგგარეშე არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო

09.02.2026.13:09

იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) გაიმარჯვა, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის ხელმძღვანელობით.

LDP-ის შედეგმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა. კონსერვატიულმა კოალიციამ პარლამენტის ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა, რაც კონსტიტუციური უმრავლესობфა, რომელიც ტაკაიტის პარტიას აძლევს შესაძლებლობას, განახორციელოს თავისი ინიციატივები ოპოზიციის გათვალისწინების გარეშე.

კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, რომელსაც იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK აქვეყნებს, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 465-დან 316 მანდატი მოიპოვა. მანამდე მმართველ პარტიას ქვედა პალატაში მხოლოდ 198 ადგილი ჰქონდა. პარტიამ მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა (310 ადგილზე მეტი), რაც LDP-ს საშუალებას აძლევს, დაძლიოს ზედა პალატის ვეტო და შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა.

როგორც გამოცემა Kyodo წერს, ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს თავისი კონსერვატიული პოლიტიკური პროგრამის გასატარებლად. გამოცემას მიაჩნია, რომ პარლამენტში ადგილების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა დიდწილად თავად ტაკაიტის პიროვნული პოპულარობის დამსახურებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა