Lukoil-ის უცხოურ აქტივებს ამერიკული Carlyle Group-ი იყიდის
რუსული ენერგოგიგანტი „ლუკოილი“ თავის უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანია Carlyle Group-ს მიჰყიდის, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება „ლუკოილის“ მმართველების მიერ ოფიციალურად უკვე მიღებულია. კომპანია ახლა აშშ-ის მთავრობის თანხმობას ელოდება.
რუსული „ლუკოილი“ ამერიკული სანქციების ქვეშ იმყოფება. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანიას 28 თებერვლამდე მისცა ვადა, რათა მან თავისი უცხოური აქტივები გაყიდოს, წერს Reuters-ი.
თუ გარიგება შედგება, ეს იქნება უცხოეთში „ლუკოილის“ ექსპანსიის დასასრული. „ლუკოილის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ამერიკულ Carlyle Group-თან შეთანხმებას მიაღწია და მას გადასცემს LUKOIL International GmbH-ს, რომელიც „ლუკოილის“ უცხოურ აქტივებს ფლობს.
Reuters-ის ინფორმაციით, საუბარია „ლუკოილის“ აქტივებზე ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და მექსიკაში. გარდა ამისა, „ლუკოილი“ ფლობს ერაყში დასავლეთ კურნა 2-ის ნავთობის საბადოს და ბულგარეთსა და რუმინეთში ნაბთობგადამამუშავებელ ქარხნებს.
სხვა სიახლეები
გლობალურ ბაზრებზე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შიშები გავრცელდა, რამაც პროგრამული უზრუნველყოფის აქციების ვარდნა გამოიწვია - TBC Capital
18.02.2026.13:00
გასულ კვირას გლობალურ ბაზრებზე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შიშები გავრცელდა, რამაც პროგრამული უზრუნველყოფის აქციების ვარდნა გამოიწვია.
როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, მეორე მხრივ, ინვესტორებმა ტექნიკური უზრუნველყოფის კომპანიების მიმართ დადებითი განწყობები გამოიჩინეს, რაც არაერთ კონტინენტსა და ბაზარს შეეხო.
„აშშ-ში ბაზრები დაეცა, თუმცა ევროპასა და იაპონიაში ზრდა დაფიქსირდა. აზიაში სანაე ტაკაიჩის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემდეგ დაწყებული აღმასვლა გაგრძელდა, რაც მოსალოდნელი ფისკალური სტიმულისა და ინდუსტრიული პოლიტიკის მიმართ ინვესტორთა დადებით დამოკიდებულებას ირეკლავს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.