მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

ლონდონის საფონდო ბირჟა უმასპინძლებს საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც 180-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ტარდება, რომელსაც ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს. შესაბამისად, განხილული იქნება ის  საინვესტიციო გარემო, რომელსაც ქვეყანა  გლობალურ ინვესტორებს სთავაზობს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.

 

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს მესამედ მასპინძლობს. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ლონდონში ფორუმის მიმართ ამჯერადაც ძალიან მაღალი ინტერესია.

 

ღონისძიებაზე 180-ზე მეტი წარმომადგენელია დარეგისტრირებული სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან. მოლოდინი გვაქვს, რომ ფორუმი წელსაც ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იქნება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

საქართველოს დელეგაცია საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ლონდონში პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ლონდონში იმყოფებიან ქვეყნის ეკონომიკური უწყებების და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი პირები, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 

ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს საინვესტიციო შეთავაზებაზე საუბარისას ყურადღებას რამდენიმე მთავარ მიმართულებაზე ამახვილებს - ბიზნესის კეთების სიმარტივე, საგადასახადო გარემო, ასევე ის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანამ  ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, განსაკუთებით რეგიონში დღემდე არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე.

 

ის მაჩვენებელი, რომ ჩვენი საინვესტიციო პორტფელის 60%-ზე მეტი არის რეინვესტირებაკიდევ ერთი დადასტურებაა, რომ  ინვესტორები საქართველოს განიხილავენ არა როგორც მხოლოდ სტაბილური ეკონომიკის ქვეყანას, არამედ როგორც საკუთარი ზრდის პლატფორმას. ეს არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ უკვე მესამე წელია ვიკრიბებით ლონდონში - რომ ვესაუბროთ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

მსოფლიო
image იაპონიის მმართველმა პარტიამ რიგგარეშე არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო

09.02.2026.13:09

იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) გაიმარჯვა, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის ხელმძღვანელობით.

LDP-ის შედეგმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა. კონსერვატიულმა კოალიციამ პარლამენტის ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა, რაც კონსტიტუციური უმრავლესობфა, რომელიც ტაკაიტის პარტიას აძლევს შესაძლებლობას, განახორციელოს თავისი ინიციატივები ოპოზიციის გათვალისწინების გარეშე.

კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, რომელსაც იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK აქვეყნებს, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 465-დან 316 მანდატი მოიპოვა. მანამდე მმართველ პარტიას ქვედა პალატაში მხოლოდ 198 ადგილი ჰქონდა. პარტიამ მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა (310 ადგილზე მეტი), რაც LDP-ს საშუალებას აძლევს, დაძლიოს ზედა პალატის ვეტო და შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა.

როგორც გამოცემა Kyodo წერს, ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს თავისი კონსერვატიული პოლიტიკური პროგრამის გასატარებლად. გამოცემას მიაჩნია, რომ პარლამენტში ადგილების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა დიდწილად თავად ტაკაიტის პიროვნული პოპულარობის დამსახურებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა